მოწამე კოდრატე კორინთელი და მისთანა 5 მოწამე: კვიპრიანე, დიონისე, ანექტი, პავლე და კრისკენტი (+249-259) - 10 (23) მარტი
მოწამე კოდრატე კორინთელი და მისთანა 5 მოწამე: კვიპრიანე, დიონისე, ანექტი, პავლე და კრისკენტი (+249-259) - 10 (23) მარტი
წმინდა კოდრატე დეციუსის დროინდელი დევნისას (249-251 წლები) იშვა, ახალშობილივე დაობლდა და ისე გამოიკვება, ვითარცა ანგელოზი: - ზეგარდამო ღრუბელი ეშვებოდა და ის ასაზრდოებდა.

ასე იცხოვრა, ვითარცა უფლის წინასწარმეტყველმა, მარტოობაში ოც წლამდე და იმის გარდა სხვა არაზე ზრუნავდა, თუ არა იმაზე, თუ როგორ სათნოყოფოდა უფალს.

ვალერიანეს (253-259 წლები) ზეობისას, მედიცინის შესასწავლად კორინთოს გადავიდა და თავისი ხელობის წყალობით სხვა ახალგაზრდა ქრისტიანებს დაუკავშირდა, მასავით ღვთისთვის რომ სურდათ სიცოცხლე.

მალე პროკონსულ ტერტიუსის ბრძანებით დაატყვევეს, მრავალი ტანჯვა შეამთხვიეს, - ცხენებს მიაბეს და ქალაქის ბოლომდე ათრიეს, შემდეგ კი - მახვილით თავები წარკვეთეს.

მათი წამების ადგილას ცხოველმყოფელმა წყარომ ამოხეთქა, რომლის წყალობითაც ყოველგვარი სნეულებისგან იკურნებოდნენ.

მოგვიანებით იმ ადგილას ტაძარი აღმართეს, სადაც მარტვილთა წმინდა ნაწილნი გადააბრძანეს.

ხატი წყარო
ბეჭდვა
1კ1