ახალმოწამე გიორგი რაფსანელი (+1818) - 5 (18) მარტი
ახალმოწამე გიორგი რაფსანელი (+1818) - 5 (18) მარტი
გიორგი წარმოშობით თესალიაში, ოლიმპოს მთის ძირას მდებარე სოფელ რაფსანიდან იყო, მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს.

როდესაც წამოიზარდა, დაწყებით სკოლაში მასწავლებლად მოეწყო. მოსწავლეთა შორის ერთი მეზო ბელსოფლელი თურქი ბიჭუნა იყო.

მასწავლებლის დიდი მეცადინეობით და გავლენით, მასში სასიკეთო ცვლილებები მომწიფდა, რამაც ძალზე გააღიზიანა მისი მშობლები, გიორგის მიმართ სიძულვილით აღივსნენ და ადგილობრივ ფაშას (რომელიც თესალიის სასტიკ გამგებელს, ალი ფაშას ნათესავად ერგებოდა) მიჰგვარეს.

ნეტარი შეიპყრეს და მმართველს წარუდგინეს, გიორგიმ კი უშიშრად აღიარა, - ქრისტიანი ვარო!

მაშინ თურქებმა იგი გავარვარებულ აბანოში გამოკეტეს, თითები და სახსრები დაუმსხვრიეს, ტერფებზე ნალები დააჭედეს და ქუჩა-ქუჩა ატარეს, შემდეგ კი შიშველ სხეულზე გახურებული რკინა დაადეს.

როდესაც პროცესიამ ხიდი გადაკვეთა, უსჯულოებმა გიორგი ქვაბში შთააგდეს და ცეცხლი შეუგზნეს.

თუმცა, ღვთის წყალობით, იგი უვნებელი გადარჩა, რის გამოც თურქებმა სიკვდილით დასჯა განუწესეს.

1818 წლის 5 მარტს მოწამეს თავი წარკვეთეს. გიორგი მხოლოდ 20 წლის იყო.

მის სხეულს სამი დღის მანძილზე სვეტად ადგა ნათელი, ქრისტიანებმა მისი წმინდა ნაწილები მოწამის სამშობლოს დაუბრუნეს, რომელთაგან დღემდე აღესრულება მრავალი სასწაული.


ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1