ღირსმოწამე ადრიანე პოშეხონელი (+1550) და მისი მოწაფე, ღირსი ლეონიდე (+1549) - 5 (18) მარტი
ღირსმოწამე ადრიანე პოშეხონელი (+1550) და მისი მოწაფე, ღირსი ლეონიდე (+1549) - 5 (18) მარტი
ღირსი ადრიანე წმინდა კორნელი კომელსკის მოწაფე გახლდათ (ხსენება 19 მაისს). სწორედ იგია დამაარსებელი და იღუმენი იაროსლავის მხარეში, მდინარე ვოჩთან, უღრან ტყეში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრისა. ღირსი მამა მოწაფეთათვის სიქველის ცოცხალი მაგალითი გახლდათ. თავისუფალ დროს ნეტარი წმინდა ხატთა წერას უთმობდა.

ერთგული მოწაფის, ლეონიდეს გარდაცვალების შემდგომ (1550 წელი) სავანეს მრავალი განსაცდელი დაატყდა, - ორმოცი მოწამის ხსენების წინადღეს მონასტერში მძარცველნი შეიჭრნენ, ადრიანე შეიპყრეს და ტანჯვა უწყეს. ის კი უფალს ჯალათთა შენდობას სთხოვდა, მოწამებრივ აღსასრულამდე კი მონასტრის ძმობას მიუბრუნდა, შენდობა და დალოცვა სთხოვა.

მოგვიანებით მის წმინდა ნაწილთა მოლოცვისას მრავალი სასწაული და კურნება აღსრულდა, ერთხელ კი, 1626 წელს, ერთმა ადამიანმა ადრიანეს მცირე წმინდა ნაწილი მოიპარა, მაგრამ შინ მისვლისთანავე დასნეულდა და მანამ ვერ მიიღო კურნება, სანამ სიწმინდე უკან არ დააბრუნა.

ხატის წყარო

* * *
ამავე დღეს არის ხსენება მოწამისა ონისე პალესტინელისა (I)
* * *
ამავე დღეს იხსენიება ნაწილთა აღმოყვანება წმინდა ლუკა აღმსარებლისა, მკურნალისა, სიმფეროპოლის არქიეპისკოპოსისა (ვოინო-იასენეცკი, +1961)

ბეჭდვა
1კ1