მოწამე ტროადი და მის თანა წამებულნი (III) - 02 (15) მარტი
მოწამე ტროადი და მის თანა წამებულნი (III) - 02 (15) მარტი
მტარვალი დეციუსის (249 - 251 წლები) დევნისას, ნეტარმა გრიგოლმა, ნეოკესარიელმა (ხსენება 17 ნოემბერს) პონტოს ქალაქ ნეოკესარიის სიახლოვეს, მთებში რომ ემალებოდა კაცთა თვალს, სულიერი თვალით განჭვრიტა და თანამოღვაწეთ აუწყა: - ამ წუთას წარმართებმა ერთი წარჩინებული ჭაბუკი შეიპყრეს, სახელად - ტროადი, რომელმაც ღვთის შეწევნით და ჩემი ლოცვით მოწამებრივი გვირგვინი მიიღოო.

მისი გამოცხადება დაადასტურა ერთმა დიაკონმა, რომელიც ქალაქში ჩავიდა და ყოველივე შეიტყო.

მაშინ წმინდა ეპისკოპოსმა და მისმა თანამოღვაწეებმა ფრიად განიხარეს, ერთსულ ადიდეს უფალი და წმინდა ჭაბუკის, ტროადის გამარჯვება ისე მიიღეს, როგორც საკუთარი.
.......................
ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1