ქალწულმოწამე ევთალია (+257) - 02 (15) მარტი
ქალწულმოწამე ევთალია (+257) - 02 (15) მარტი
წმინდა ქალწული ევთალია დედასა და ძმასთან ერთად სიცილიის ქალაქ ლეონტინში ცხოვრობდა. ევთალიას წარმართი დედა (რომელსაც ასევე ევთალია ერქვა) დიდხანს ავადობდა. ერთხელ ძილში წმინდა მოწამენი: ალფიოსი, ფილადელფოსი და კვიპრიანე (ხსენება 10 მაისს) გამოეცხადდნენ და აუწყეს, რომ განიკურნებოდა, თუ ქრისტეს ირწმუნებდა.

ევთალიამ ქალიშვილითურთ ნათელ იღო, რის შემდეგაც განიკურნა.

როგორც კი მათი ნათლობა ევთალიას წარმართმა ძმამ, სერმილიანემ შეიტყო, გამხეცებული ეცა დედას და ცდილობდა, მოეხრჩო. ევთალია სიკვდილს მოახლის წყალობით გადაურჩა.

მწარედ ჰყვედრიდა წმინდა ქალწული ძმას დედის სიკვდილს, ხოლო როდესაც დაეჭვებული სერმილიანე მიუბრუნდა და ჰკითხა: - იქნებ, შენც ქრისტიანი ხარო, ევთალიამ უპასუხა:

- დიახ, ვარ და სიხარულით მოვკვდები ქრისტესთვისო!

მაშინ უბადრუკმა სერმილიანემ დას სამოსი შემოაძარცვა, სასტიკად გვემა და დასასჯელად ხელქვეითს მისცა, მაგრამ ეს უკანასკნელი როგორც კი ქალწულს მიუახლოვდა, ევთალიას ლოცვით, უფალმა თვალისჩინი წაართვა.

მაშინ ცოფქმნილმა სერმილიანემ გონი მთლად დაკარგა, დას, ვითარცა კაენი, ეცა და მახვილით მოაკვდინა.

ბეჭდვა
1კ1