ხსენება ორმოცი ათასი ქრისტიანისა, რომლებიც ანტიოქიაში აღესრულენ სულთან ბეიბარსის მიერ (XIII) - 28 თებერვალი (13 მარტი ან 12 მარტი - ნაკიან წელს)
ხსენება ორმოცი ათასი ქრისტიანისა, რომლებიც ანტიოქიაში აღესრულენ სულთან ბეიბარსის მიერ (XIII) - 28 თებერვალი (13 მარტი ან 12 მარტი - ნაკიან წელს)
ძველი სტილით 28 თებერვალს ეკლესია იხსენიებს ანტიოქიაში სულთან ბეიბარსის მიერ დახოცილ 40 ათას ქრისტიან მოწამეს. ბეიბარსი გახლდათ ეგვიპტისა და სირიის მამლუქი სულთანი (1260-1277) . მან ეგვიპტეში ძალაუფლება ჩაიგდო ხელთ ეგვიპტის სულთან კუტუზის მკვლელობის შემდეგ. 1268 წლის მაისში ის ანტიოქიას დაესხა თავს. ანტიოქიის ჯარი განადგურდა ქალაქის კედლებთან და ქალაქი ალყაში მოექცა. დამცველებმა უარი განაცხადეს კაპიტულაციაზე, რადგან იმედოვნებდნენ, რომ დასახმარებლად მოვიდოდა მათი მთავარი ბოჰემუნდ IV, მაგრამ ეს უკანასკნელი ტრიპოლში იყო და არ იცოდა ანტიოქიის ალყის შესახებ. ორი დღის შემდეგ ბეიბარსმა ქალაქი აიღო, შემდეგ კი 18 მაისს - ციტადელი. ქრისტიანთა ნაწილი ეგვიპტელებმა დახოცეს, ნაწილი მონებად გაყიდეს, ქალაქი კი დაანგრიეს. ორმოცი ათასი ქრისტიანი აღესრულა ანტიოქიაში უსჯულოთა მახვილით. ნადავლი იმდენად დიდი იყო, რომ ოქროთი ჭიქებს ავსებდნენ, ხოლო ქრისტიანი ტყვეები მრავლად გაყიდეს, ყმაწვილები 12 დიჰრემებად, გოგონები კი - 5-ად. ანტიოქიის ოცდაათივე მონასტერი განადგურდა. სულთანმა ბრძანა გადაეწვათ ღვთის ქალაქი.

ბეჭდვა
1კ1