მოწამე ჰენესი (კომედიანტი, III) - 27 თებერვალი (12 მარტი ან 11 მარტი - ნაკიან წელს)
მოწამე ჰენესი (კომედიანტი, III) - 27 თებერვალი (12 მარტი ან 11 მარტი - ნაკიან წელს)
ძველი სტილით 27 თებერვალს ეკლესია იხსენიებს დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას წამებულ კომედიანტს, სახელად ჰენესს.

არსებობს ძველი გადმოცემა ერთი კომედიანტის, სახელად ჰენესის სასწაულებრივი მოქცევის შესახებ. მან ხელისუფლის და ერის გასამხიარულებლად სცენაზე წარმოადგინა ქრისტიანული ღვთისმსახურების საიდუმლოები. მისი ოსტატობა წარმართებს მოსწონდათ და აცინებდა. უცებ, უფლის გულმოწყალებით, ზეციური მადლის სხივი დაეცა მის სულს და ჰენესმა შეჰყვირა: "მწამს და მსურს მოვინათლო!" მაყურებელს ეგონა, რომ ქრისტიანების დაცინვა გრძელდებოდა და უფრო გულიანად ახარხარდა. მაგრამ მან ისევ გაიმეორა ეს სიტყვები, მიუბრუნდა მეგობრებს და უთხრა: "სულაც არ ვხუმრობ! მსურს ნათელ-ვიღო, რადგან შევიცანი ქრისტიანობის ჭეშმარიტება".

უმალ ხელისუფალს მიჰგვარეს მოხეტიალე მსახიობი, რომელმაც გაიმეორა, რომ სწამს ქრისტე. მისი სიტყვებით, როდესაც იგი ქრისტიანულ საიდუმლოებს დასცინოდა, საოცარი ხილვა ჰქონდა - გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც მოსანათლავ წყალში განბანა წიგნი, სადაც ყველა მის მიერ ჩადენილი ცოდვა იყო ჩამოწერილი. კომედიანტის სიმტკიცე ვერც დარიგებებმა შეარყია, ვერც მუქარამ და ვერც წამებამ. ბოლოს ის სიკვდილით დასაჯეს.
...................

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1