პოვნა ნაწილთა წმინდათა მოწამეთა ევგენიაში (VII) - 22 თებერვალი (7 მარტი ან 6 მარტი - ნაკიან წელს)
პოვნა ნაწილთა წმინდათა მოწამეთა ევგენიაში (VII) - 22 თებერვალი (7 მარტი ან 6 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა თომა კონსტანტინოპოლელის პატრიარქობის დროს (607-610) კონსტანტინოპოლში, ევგენიად წოდებულ კარიბჭესა და კოშკთან მრავალი უცნობი წმინდა მოწამის ცხედარი აღმოჩნდა დაფლული.

დევნულობის დროს წმინდა მოწამეთა ნაწილებს მორწმუნეები, ჩვეულებრივ, ფარულ ადგილებში კრძალავდნენ. ასე აღმოჩნდა დაფლული ევგენიაშიც მრავალი მარტვილის ცხედარი, რომელთა ვინაობა დრო-ჟამმა დაფარა. როცა აქ სასწაულებრივი კურნებები დაიწყო, წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელიც გაცხადდა და ისინი პატივით გადაასვენეს ტაძარში. კეთილკრძალულ ღვთისმსახურს, ნიკოლოზ კალიგრაფს გამოცხადებით ეუწყა, რომ ევგენიაში ნაპოვნ წმინდა ნაწილებს შორის არის ნეშტი სამოცდაათთაგანი მოციქულის, ანდრონიკესი და მისი თანაშემწის, იუნიასი, რომელთაც მოციქულთა თავი, პავლე ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ.16, 7). XII საუკუნეში მოწამეთა წმინდა ნაწილების აღმოჩენის ადგილას იმპერატორმა ანდრონიკემ (1183-1185), რომლის მფარველი წმინდანიც მოციქული ანდრონიკე იყო, დიდებული ტაძარი ააგო.

კონდაკი

მტკიცენო სუეტნო სარწმუნოებისანო, კეთილად მძლენო მოწამენო, რომელთა ქრისტესთვის მრავალ ფერნი ტანჯვანი დაითმინენით და მრავალ წელ ეგენით ფარულად, და აწ განსცხადენით, ვითარცა რა მრავალ ფასნი საუნჯენი, და ეკლესიასა ღმრთისასა პატიოსნად მკლავთა მიერ მღდელმთავრისათა ტვირთულნი მიერთვენით, და მვედრებელთა თქუენთა მიანიჭებთ კურნებასა, ქრისტესა ევედრენით ცხორებად სულთა ჩუენთათვის.

ბეჭდვა
1კ1