ახალმოწამეები: ალექსანდრე ვისილიანსკი და დანიელ ალფიოროვი (1930) - 21 თებერვალი (6 მარტი ან 5 მარტი - ნაკიან წელს)
ახალმოწამეები: ალექსანდრე ვისილიანსკი და დანიელ ალფიოროვი (1930) - 21 თებერვალი (6 მარტი ან 5 მარტი - ნაკიან წელს)
მღვდელმოწამე ალექსანდრე დაიბადა 1870 წელს ვორონეჟის გუბერნიის სოფელ არხანგელსკში. 1893 წელს ალექსანდრემ დაამთავრა ვორონეჟის სასულიერო სემინარია. 1894 წლამდე ვორონეჟის სამრევლო სკოლაში გალობას ასწავლიდა. იმავე წელს დიაკვნად აკურთხეს ტუნინის ქალთა მონასტრის ტაძარში და ამავე ტაძარში ასწავლიდა გალობას. 1897 წლის 30 მარტს არხანგელსკის ეკლესიის მღვდლად აკურთხეს სოფელ გორონეჟში, სადაც მსახურობდა ხელისუფლებაში ათეისტების მოსვლამდე.

მამა ალექსანდრეს ოჯახში ხუთი ბავშვი გაიზარდა. მისი ოჯახის სიმდიდრეს წარმოადგენდა რამდენიმე ცხენი, ძროხა და 30 მეათედი ეკლესიის მიწა. ეს ყველაფერი საბჭოთა ხელისუფლებამ ჩამოართვა ალექსანდრეს. კოლექტივიზაციის დროს მამა ალექსანდრე ეხმარებოდა გლეხებს, მნიშვნელობა არ ჰქონდა, გაკულაკებული იყო ის, თუ არა.

XX საუკუნის 20-იანი წლების II ნახევრიდან როგორც ვორონეჟის გუბერნიის მრავალი სხვა ღვთისმსახური, ალექსანდრეც გაბედულად ებრძოდა ხელისუფლებას, რომელიც ცდილობდა ხელში ჩაეგდო მართლმადიდებელი ტაძრები. მღვდელმოწამე ალექსანდრე XX საუკუნის ახალმოწამეა. იგი საბჭოთა ხელისუფლებამ 1930 წელს დაიჭირა მღვდელ დანიელ ალფიოროვთან ერთად კონტრრევოლუციური ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით. საბჭოთა ხელისუფლების განცხადებით ამ ორგანიზაციის საქმიანობის მიზანი არსებული წესრიგის დამხობა იყო. სასულიერო პირები ამავე წლის 6 მარტს დახვრიტეს.

...........................................

ამავე დღეს იხსენიებიან ღირსნი ანდრია და ანატოლი იერუსალიმელნი (Vს); მაქსიმიანე, რავენელი მთავარეპისკოპოსი (556); წმინდა მოწამე მღვდლები: ალექსანდრე ვისლიანსკი, დანიელ ალფიოროვი და გრიგოლ ხაებუნოვი (1930 წ.), წმინდა მოწამე მღვდელი კონსტანტინე პიატიკრესტოვი, დიაკონი პავლე შიროკოგოვორი (1938), მოწამე ოლღა კოშელიოვა (1939)

ბეჭდვა
1კ1