წმინდა 34 ბალაამელი ღირსმოწამე (+1578) - 20 თებერვალი (5 მარტი ან 4 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა 34 ბალაამელი ღირსმოწამე (+1578) - 20 თებერვალი (5 მარტი ან 4 მარტი - ნაკიან წელს)
1578 წლის 20 თებერვალს ლადოგის ტბაში, ბალაამის კუნძულზე მდებარე ფერისცვალების მონასტერში 34 ღირსი მამა აწამეს მართლმადიდებლური რწმენისთვის. ისინი დახოცა ლუთერანულ სარწმუნოებაზე მოქცეულმა ხალხმა. მათ კუნძული დაიპყრეს და ძალზე ეცადნენ, ღირსი მამების თავიანთი მრწამსის დაყოლიებას. აი მოწამეთა სახელები: მღვდელ-მონაზონი ტიტე, სქემმონაზონი ტიხონი, მონაზვნები გელასი, სერგი, ბალაამი, საბა, კონონი, სილიბისტრო, კვიპრიანე, პიმენი, იოანე, სამოი, იონა, დავითი, კორნილიუსი, ნიფონტე, ათანასე, ნიფონტე, ათანასე, სერაპიონი, ბალაამი და მორჩილი ათანასე, ანტონი, ლუკა, ლეონტი, თომა, დიონისე, ფილიპე, ეგნატე, ბასილი, პახუმი, ბასილი, თეოფილე, იოანე, თეოდორე და იოანე.

ბეჭდვა
1კ1