მოწამენი: მაქსიმე, ისიქი, თეოდოტე და ასკილიპიოდოტა (+305-311) - 19 თებერვალი (4 მარტი ან 3 მარტი - ნაკიან წელს)
მოწამენი: მაქსიმე, ისიქი, თეოდოტე და ასკილიპიოდოტა (+305-311) - 19 თებერვალი (4 მარტი ან 3 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე, ისიქი და ასკილიპიოდოტა იმპერატორების - დიოკლეტიანეს და მაქსიმინუსის მეფობის ჟამს დააპატიმრეს ქრისტეს აღსარებისათვის. მაქსიმე, თეოდოტე და ისიქი ხეზე დაკიდეს და რკინის სამთითებით ჯიჯგნეს, შემდეგ ქალაქიდან ქალაქში ბორკილდადებულებს დაატარებდნენ დაცინვითა და ლანძღვა-გინებით, ბოლოს კი თრაკიის ქალაქ ანდრიანოპოლში მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. ღვთის მადლით შემოსილი მარტვილები მხეცებისგან უვნებლად იქნენ დაცულნი. ამიტომ ჯერ ჩაქოლეს, მერე კი თავები მოჰკვეთეს. ასკილიპიოდოტა კი ჯერ ჯვარზე გააკრეს და შემდეგ ცოფიან ხარს გამოაბეს, ბოლოს, მასაც თავი მოჰკვვეთეს.
...........................
ზოგიერთ ბიზანტიურ სვინაქსარში ამ დღეს იხსენიება წმინდა ანიანე.
..........................................
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია (სარანის ეპარქია) მოიხსენიებს ღირს თეოდორეს (უშაკოვი) სანაქსარის მონასტრის დამაარსებელს. ასევე ახალმოწამე დიმიტრი ვოლკოვს (1942)

ბეჭდვა
1კ1