წმინდა მოწამე აღათანგელოს ბიტოლელი (+1727) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა მოწამე აღათანგელოს ბიტოლელი (+1727) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა აღათანგელოსზე მოგვითხრობს წმინდა პაისი ქილანდარელი თავის "სლავურ-ბულგარულ ისტორიაში", ასევე წარწერა კიდობანზე, სადაც მისი პატიოსანი თავი ინახება კვიპროსში. წმინდა აღათანგელოსი მაკედონიიდან, სოფელ ლარინიდან იყო. ის მეწაღედ მუშაობდა ქალაქ ბიტოლში. იმ დროს მუსლიმანებში ტრადიციად შემოვიდა, რამადანის ბოლოს, ბაირამობის დღესასწაულის სამ დღეში ქრისტიანებს ძალით მოაქცევდნენ ხოლმე ისლამის სჯულზე. ახალგაზრდა მხნე ბერძენმა პროტესტი გამოთქვა ამ ძალადობაზე, ჩავიდა კონსტანტინოპოლში და მიაღწია იმას, რომ ხელისუფლებისგან ამ "ტრადიციის" აკრძალვის წერილობითი ბრძანება ჩამოიტანა ბიტოლში. გამძვინვარებულმა თურქებმა ის შეიპყრეს და 1727 წლის 17 თებერვალს თავი მოჰკვეთეს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1