წმინდა მოწამე მიქაელ მავროიდისი - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა მოწამე მიქაელ მავროიდისი - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
ეს დიდებული მოწამე მდიდარი ქრისტიანული ოჯახიდან იყო და ადრიანოპოლში ცხოვრობდა. თურქებმა მას თავადობა მიანიჭეს და მას ბაიაზად II-ის დროს მოწყალე თვალით უყურებდა ოთომანთა ხელისუფლება, მაგრამ მიქაელი გავლენისთვის არ იყენებდა თავის სიმდიდრეს, არამედ ეხმარებოდა ქრისტიანებს, ბერძნებს და უცხოელებს, რომლებიც დამპყრობელთა უღელქვეშ იტანჯებოდნენ. ის მათ სულთანის წინაშე შუამდგომლობდა. მისმა პრივილეგირებულმა მდგომარეობამ ზოგიერთ ფანატიკოს თურქში შური გამოიწვია და მას დააბრალეს, თითქოს ალაჰს დასცინოდა. ქრისტიანი სასამართლოს წინაშე წარდგა და მსაჯული დარწმუნდა, რომ ეს მძიმე ცილისწამება იყო. თუმცა იქ შეკრებილი ბრბო მაგისტრს დაემუქრა და აიძულა, მიქაელი ციხეში ჩაესვა. ხალხი ხმაურით გაემართა სასახლისკენ და სულთნისაგან მიქაელის სიკვდილის დასჯის წერილობით ბრძანებას მოითხოვდა იმ შემთხვევაში, თუ ის ისლამს არ მიიღებდა. როცა მიქაელი საპყრობილიდან გამოიყვანეს, ქრისტეს მონამ უშიშრად, მტკიცედ აღიარა კიდევ ერთხელ თავისი მრწამსი. 1490 წლის 17 თებერვალს ჯალათმა წმინდა მიქაელს თავი მოჰკვეთა. 1922 წლამდე, ვიდრე ანდრიანოპოლიდან ქრისტიანებს განდევნიდნენ, წმინდა მიქაელ მავროიდისი ამ ქალაქის მფარველად ითვლებოდა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1