აღმოყვანება ნაწილთა წმინდა მოწამისა მინასი (867-869) – 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
აღმოყვანება ნაწილთა წმინდა მოწამისა მინასი (867-869) – 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა მინა წარმოშობით ათენიდან იყო, კარგი განათლებით და მჭევრმეტყველებით გამოირჩეოდა და ამიტომაც მას კალიკელადი (კარგად მთქმელი) უწოდეს. იმპერატორ მაქსიმიანეს დროს 313 წელს იგი მოწამებრივად აღესრულა, ხოლო მისი წმინდა ნაწილები იმპერატორ ბასილი მაკედონელის დროს მოიპოვეს, მაშინ წმინდანი გამოეცხადა სამეფო გვარდიის თანამშრომელს, ვინმე ფილომატეს, გაუმხილა თავისი ვინაობა და ადგილი, სადაც იყო დაკრძალული - მდინარის პირას, აკროპოლისთან. ეს ამბავი იმპერატორის ყურამდე მივიდა და მან ჯარისკაცებს ძილში მითითებული ადგილის გათხრა უბრძანა. იქ ლითონის სარკოფაგი ნახეს, სადაც წმინდა მინას ძვირფასი ნაწილები ესვენა. სახურავზე აღნიშნული წარწერით მიხვდნენ, რომ იგი 400 წლის წინ იყო ჩამარხული. იქვე მითითებული იყო ადგილი, სადაც შემდგომში უნდა გადაესვენებინათ.

ბეჭდვა
1კ1