წმინდა მოწამე ნიკოლოზ კორინთელი - 14 (27) თებერვალი
წმინდა მოწამე ნიკოლოზ კორინთელი - 14 (27) თებერვალი
წმინდა ნიკოლოზი XVI საუკუნეში დაიბადა კორინთოს სიახლოვეს, სოფელ ფსარში (ახლა იხთიოსი). თორმეტი წლის დაობლდა და მან დაუტევა მშობლიური სოფელი და თრაკიის ქალაქ სილივრიაში ერთ ვაჭარს გაჰყვა მსახურად. გაიზარდა, იქვე დაქორწინდა და ვაჭრობას მიჰყო ხელი. ამასთან მკაცრად იცავდა ქრისტეს მცნებებს. ნიკოლოზის წარმატება შეშურდათ სილივრიელ თურქებს და მას უსამართლოდ მუჰამედის შეურაცხყოფა დააბრალეს. ნიკოლოზმა სასამართლოს წინაშე უშიშრად აღიარა ქრისტე, რისთვისაც ის საშილად აწამეს და ერთიანად სისხლში მოსვრილი ციხეში ჩააგდეს. რამდენადაც ის უარს არ ამბობდა ჭეშმარიტ რწმენაზე კისერზე მძიმე ჯაჭვდადებული ქალაქი გაატარეს და იპოდრომზე შეიყვანეს, სადაც უკვე კოცონი გიზგიზებდა. იმის ნაცვად, რომ წმინდანი კოცონში ჩაეგდოთ, მას წამება დაუწყეს ნაწილ-ნაწილ უწვამდნენ სხეულ. წმინდანი ფეხზე მდგარი ითმენდა ტკივილს, ბოლოს ვეღარ გაუძლო და მიწისკენ თავი დახარა. მაშინ ჯალათმა მოჭიმა მის კისერზე მობმული ჯაჭვი და თავი მოჰკვეთა, ეს მოხდა კონსტანტინოპოლში 1554 წელს.

შემდგომში წმინდა ნიკოლოზის პატიოსანი თავი ერთმა ქრისტიანმა გამოისყიდა და დღეს ის მეტეორას ფერისცვალების მონასტერშია დაცული, სადაც მრავალ სასწაულს აღასრულებს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1