მღვდელმოწამე ლუკიანე ანდრიანოპოლელი (IV) - 11 (24) თებერვალი
მღვდელმოწამე ლუკიანე ანდრიანოპოლელი (IV) - 11 (24) თებერვალი
ქალაქ ანდრიანოპოლის ეპისკოპოსი ლუკიანე აქტიურად ილაშქრებდა არიანელობის წინააღმდეგ, რის გამოც ის თავისი ეპარქიიდან გალიაში გადაასახლეს. იგი მონაწილეობდა 347 წელს სარდიკიის კრებაზე, სადაც წამყვანი როლი შეასრულა არიანელების წინააღმდეგ ბრძოლაში. იულიანე რომის პაპის დახმარებით ლუკიანე დაბრუნდა ანდრიანოპოლში, მაგრამ კატეგორიული უარი განაცხადა არიოზელებთან ურთიერთობაზე. რისთვისაც ის დააპატიმრეს და საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც გარდაიცვალა 348 ან 350 წელს. ლუკიანესთან ერთად დაპატიმრებული მისი თანამოაზრეები მართლმადიდებლობის ერთგულები დარჩნენ, რისთვისაც არიანელი იმპერატორ კონსტანტინე მეორის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

"ჯვარცმის" წყარო


ბეჭდვა
1კ1