წმინდა მოწამე ვიქტორია ალბიტინელი (+304) - 11 (24) თებერვალი
წმინდა მოწამე ვიქტორია ალბიტინელი (+304) - 11 (24) თებერვალი
წმინდა ვიქტორია დაიბადა ალბიტინში, ჩრდილოეთ აფრიკაში, დიდებულთა ოჯახში. მან უარი განაცხადა ქორწინებაზე და ჯვრისწერისას ფანჯრიდან გადახტომით უშველა თავს. წმინდა ვიქტორია ევქარისტიის დროს დააკავეს. წარმართ ძმას, ფორტუნიატეს, დის დახსნა უნდოდა და მმართველს უთხრა, გაგიჟდაო. მმართველი მზად იყო, გამოეშვა საპყობილიდან, ოღონდ ძმის მეურვეობით. ვიქტორიამ უარი განაცხადა: მე მხოლოდ უფალი მხელმძღვანელობსო. იგი შეეკამათა მსაჯულს ანულანეს, არ უსმინა მის დარიგებას, რწმენაზე უარი არ თქვა. ვიქტორია, თავის 45 მეგობართან ერთად, საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს.

ბეჭდვა
1კ1