მღვდელმოწამე პეტრე დამასკელი (+775 წელი) - 09 (22) თებერვალი
მღვდელმოწამე პეტრე დამასკელი (+775 წელი) - 09 (22) თებერვალი
წმინდა პეტრე იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმოსის ზეობისას, დაახლოებით - 776 წელს მართავდა დამასკოს კათედრას. იგი იოანე დამასკელის თანამედროვეა, ღიად უპირისპირდებოდა ისლამისა და მანიქეველთა ერეტიკულ სწავლებებს, რისთვისაც ხალიფა ვალიდმა მისი შეპყრობა ბრძანა, ენა წარკვეთა და იმ ადგილას გადაასახლა, რომელსაც მაშინ ბედნიერი არაბეთი ერქვა (დღევანდელი იემენის ტერიტორია).

წმინდა ეკლესია იხსენიებს იმავე სახელის სხვა წმინდა მამასაც, საღვთისმეტყველო თხზულებათა ცნობილ ავტორს, რომელსაც, სავარაუდოდ, მეთორმეტე საუკუნეში უნდა ეღვაწა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1