წმინდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსნი: მარკელ სიცილიელი, ფილაგრე კვიპრელი და პანკრატი ტავრომენელი (I საუკუნე) - 09 (22) თებერვალი
წმინდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსნი: მარკელ სიცილიელი, ფილაგრე კვიპრელი და პანკრატი ტავრომენელი (I საუკუნე) - 09 (22) თებერვალი
წმინდა მარკელა (ან მარკიანე) - წმინდა პანკრატის მამა იყო. ისინი ანტიოქიაში ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ჟამს ცხოვრობდნენ.

როდესაც მაცხოვრის მიერ აღსრულებულ სასწაულთა და ღვთაებრივი სწავლების შესახებ შეიტყვეს, სამშობლო დატოვეს და უფლის სანახავად იერუსალიმს წავიდნენ.

წმინდა პანკრატი მოციქულ პეტრეს დაემოწაფა და გარკვეული ხნის შემდგომ სიცილიის ქალაქ ტავრომენიას (ამჟამინდელი ტაორმინას) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და იქვე მიიღო მოწამებრივი სიკვდილი.

წმინდა მარკელმა, რომელიც სირაკუზის ეპისკოპოსად აკურთხეს, ქადაგებით მრავალი წარმართი მოაქცია და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ფილაგრემ, კვიპროსის ეპისკოპოსმა, უშიშრად იქადაგა ღვთის სიტყვა, მრავალი განსაცდელის დათმენის შემდგომ კი ღვთივ განისვენა.

ბეჭდვა
1კ1