მღვდელმოწამე აღათანგელოზი, დამასკელი ეპისკოპოსი (235 წელი) - 08 (21) თებერვალი
მღვდელმოწამე აღათანგელოზი, დამასკელი ეპისკოპოსი (235 წელი) - 08 (21) თებერვალი
წმინდა აღათანგელოზი წარმოშობით ებრაელი გახლდათ, მოციქულ პავლეს შორეული ნათესავი. როგორც ვარაუდობენ, მას დამასკოს კათედრა იმპერატორ ალექსანდრე სევერუსის ზეობისას ებარა.

წარმართთა მოსაქვეცად მისი ლოცვით უფალმა გარდაცვლილი მკვდრეთით აღადგინა.

წმინდა მამა შეიპყრეს და მსაჯულს წარუდგინეს, მაგრამ როდესაც კერპთათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი თქვა, გარეულ მხეცებს მიუგდეს საჯიჯგნად, თუმცა, წმინდა მამა უვნებელი დარჩა.

ამ სასწაულის მოწმე მრავალი ადამიანი მოიქცა, მათ შორის - დედოფალიც.

წმინდა აღათანგელოზი 235 წელს, გორდიანეს მმართველობისას ევნო ქრისტესთვის.
...............................

ამავე დღეს არის ხსენება მოწამეთა ნიკიფორესი და სტეფანესი

* * *
ამავე დღეს არის ხსენება ღირსი მაკარისა, პაფოსის ეპისკოპოსისა (1688 წელი)

* * *

ამავე დღეს არის ხსენება წმინდისა ფილადელფოსისა და პოლიკარპოსისა

* * *

ამავე დღეს არის ხსენება წმინდა მოწამისა პერგეტესი

* * *

ამავე დღეს არის ხსენება წმინდა მოწამისა პერგეტესი

* * *

ამავე დღეს არის ხსენება წმინდა მოწამეთა ფილადელფოსისა და პოლიკარპესი

ბეჭდვა
1კ1