ხსენება ახალმოწამისა გიორგი კრეტელისა (1867 წელი) - 07 (20) თებერვალი
ხსენება ახალმოწამისა გიორგი კრეტელისა (1867 წელი) - 07 (20) თებერვალი
ეს წმინდა მოღვაწე მეცხრამეტე საუკუნეში კრეტაზე, ალიკიანოსში დაიბადა. ბავშვობიდანვე მიეჩვია, საღამოს, ყოველგვარი საქმის დასრულების შემდეგ, გვიან ღამემდე წმინდანთა ცხოვრებანი ეკითხა.

ერთხელაც, ერთ-ერთი დიდმოწამის ცხოვრების კითხვისას ხმამაღლა აღმოხდა:

- უფალო, მეც ღირსმყავ, შენთვის სისხლი გავიღო!

1866 წელს, ბერძენთა აჯანყებისას გიორგი სხვადასხვა პარტიზანული დაჯგუფებების მეკავშირე გახდა, ღალატის მსხვერპლი შეიქნა და სხვა თანამებრძოლებთან ერთად მტერს ხელში ჩაუვარდა.

თურქებმა დიდხანს ტანჯეს ისინი, შემდეგ კი - ერთურთის მიყოლებით გამოასალმეს სიცოცხლეს.

მისი რიგი რომ დადგა, ერთმა თურქთაგანმა, რომელიც გიორგისგან დიდად იყო დავალებული, თავის გადასარჩენად ისლამის მიღება შესთავაზა, წმინდანმა კი ღიმილით უთხრა, რომ სწორედ ასეთ აღსასრულს ევედრებოდა უფალს მრავალი წლის განმავლობაში...

გიორგიმ უხმოდ დაითმინა ტანჯვა, თან უფალს ჰმადლობდა და ადიდებდა. ჯალათებმა ჯერ ხელები დააჭრეს, შემდეგ - ყურები, ცხვირი, ფეხები, სასქესო ორგანოები, ენა, ქუსლები, ბოლოს - თვალები დათხარეს და თავი წარკვეთეს.

წმინდა გიორგის და სხვა ახალმოწამეთა ნაწილნი უსჯულოებმა უცნობ ადგილას გადაყარეს.

შეგვეწიოს მათი მადლიანი ლოცვა!

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1