მოწამე ავდატესი, ფრიგიას ვნებული - 07 (20) თებერვალი
მოწამე ავდატესი, ფრიგიას ვნებული - 07 (20) თებერვალი
წმინდა ავდატესი ცნობილი იტალიური ოჯახის შვილი იყო, ფრიგიაში კვესტორის თანამდებობა ეჭირა, თავის მისიას პატიოსნად აღასრულებდა და არც იმას მალავდა, რომ ქრისტიანობა დიდად ესათნოებოდა.

ქრისტიანთა დიდი დევნისას, 305 წელს ავდატესიც შეიპყრეს და სანამ სიკვდილით დასჯიდნენ, მხნედ აღიარა, რომ ქრისტიანი იყო.

მაშინ მტარვალმა ჯალათები მის გამგებლობაში მყოფ ქალაქს მიადგნენ, სადაც უამრავი ქრისტიანი ცხოვრობდა, ალყა შემოარტყეს, აიღეს და მოქალაქეებს კერპთათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანეს.

ქრისტიანებმა მტკიცედ იუარეს, რის შემდეგაც ყოველი მათგანი მოწამებრივად აღესრულა, - ცეცხლში დაიწვა, ქალაქი კი - სრულიად განადგურდა.
...................................................

სურათზე: ბიზანტიური ტაძარი ფრიგიის ველზე

ბეჭდვა
1კ1