მოწამე იულიანე ემესელი (+312 წელი) - 06 (19) თებერვალი
მოწამე იულიანე ემესელი (+312 წელი) - 06 (19) თებერვალი
ახალგაზრდა ქრისტიანი, იულიანე ფინიკიის ქალაქ ემესიდან იყო. იგი 312 წელს ეწამა, იმპერატორ მაქსიმიანეს ზეობისას.

იულიანე დახელოვნებული მკურნალი იყო, ხორციელთან ერთად სულიერ წყლულებსაც კურნავდა და თავისი მადლიანი შეგონებით მრავალი მოაქცია.

როდესაც წმინდა მოწამეთა, - მღვდელმთავარ სილვანის, დიაკონ ლუკასა და მოკი მკითხველის (ხსენება 29 თებერვალს) შეპყრობის შესახებ შეიტყო, რომელთაც მხეცების დასაგლეჯად უპირებდნენ წაყვანას, მათ სამყოფელს მიადგა, რომ გულში ჩაეკრა, განემტკიცებინა და ენუგეშებინა.

მტერმა ისიც იქვე შეიპყრო და თერთმეტი თვით საპყრობილეში გამოკეტა, შემდეგ კი წამება უწყეს, - თერთმეტი ლურსმანი თავში, ხელებსა და ფეხებში ჩააჭედეს, გონწასული მიცვალებულად მიიღეს და თავი ანებეს, მაგრამ წმინდა იულიანემ თვალი გაახილა, ძალა მოიკრიბა და ერთ ქვაბულამდე მიხოხდა, სადაც მხურვალედ ილოცა, სული უფალს შეავედრა და მიიცვალა.

მისი წმინდა ლოცვით შეგვიწყალოს უფალმა!

ხატის წყარო


ბეჭდვა
1კ1