წმინდა გიორგი, მთავარი ვლადიმირისა (+1238 წელი) - 04 (17) თებერვალი
წმინდა გიორგი, მთავარი ვლადიმირისა (+1238 წელი) - 04 (17) თებერვალი
ეს მხურვალე რწმენის ადამიანი, გიორგი (იური), რომელსაც მატიანე ნიჟნი ნოვგოროდისა და იურიევცის დაარსებას მიაწერს, იყო შვილი ვლადიმირისა და სუზდალის მთავრისა, ვსევოლოდ დიდბუდისა (+1212 წელი).

Aგიორგიმ თავის სათავადოში მრავალი ტაძარი დააფუძნა, 1227 წელს, ქალაქში დიდ რისხვად მოწეული ხანძრისას დაქცეულნი კი - აღადგინა.

ღვთისადმი მისი მხურვალე სიყვარული ნეტარს ქრისტესათვის მოწამებისკენ მოუწოდებდა და, ღვთის ნებით, ეს აღსრულდა კიდეც: წმინდა გიორგი 1238 წლის 4 თებერვალს დამპყრობელ თათართა ხელით იქნა მოკლული.

მისი დასახიჩრებული სხეული როსტოვის ეპისკოპოსმა, კირილემ იპოვა, დაკარგული თავი კი - მოგვიანებით აღმოიყვანეს და სხეულთან ერთად როსტოვის ტაძარში დაკრძალეს.

გავიდა ორი წელიწადი და დიდმა მთავარმა, იაროსლავ ვსევოლოდის ძემ მისი წმინდა ნაწილნი მშობლიურ ვლადიმირს გადააბრძანა. პროცესიისას ყველამ იხილა, თუ როგორ შეუერთდა გარდაცვლილის თავი სხეულს.

წმინდა გიორგი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ნათესავთა გვერდით დაკრძალეს, 1645 წელს კი, სარკოფაგის გახსნისას, მისი სხეული უხრწნელად დახვდათ, იგი გაცილებით ძვირფას ლუსკუმაში გადააბრძანეს.
....................................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1