მღვდელმოწამე აბრაამი, არვილელი ეპისკოპოსი (+დაახლოებით 344 - 347 წლები) - 04 (17) თებერვალი
მღვდელმოწამე აბრაამი, არვილელი ეპისკოპოსი (+დაახლოებით 344 - 347 წლები) - 04 (17) თებერვალი
მღვდელმოწამე აბრაამი, არვილელი ეპისკოპოსი, სპარსეთში შაპურ II-ის დროინდელ დევნულობისას ეწამა.

მისი წინამორბედი, წმინდა იოანეც მოწამებრივად აღესრულა 343 წელს ( ხსენება 1 ნოემბერს).

მომდევნო წელს, როდესაც ნეტარი აბრაამიც შეიპყრეს და უმაღლეს ქურუმს, ადერფორს წარუდგინეს, ამ უკანასკნელმა დაუყოვნებლივ მოსთხოვა, მზისთვის ეცა თაყვანი.

მისი სული ვერც ხანგრძლივმა წამებამ გატეხა და ვერც - მუქარამ.

- რა უგნურებაა, უარყო შემოქმედი და ქმნულს ეთაყვანო! განა მზე ღმერთმა არ შექმნა?! - მიიღეს პასუხად.

აბრაამი სასტიკად გვემეს და აწამეს, ის კი პირველმოწამის სიტყვებით შეჰღაღადებდა ზეცას:

- უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას, რამეთუ არა იციან, რას იქმან!

წმინდა მარტვილს მახვილით მოჰკვეთეს თავი.

ბეჭდვა
1კ1