წმინდა მოწამე ვლასი მწყემსი, კესარიელი (III საუკუნე) - 03 (16) თებერვალი
წმინდა მოწამე ვლასი მწყემსი, კესარიელი (III საუკუნე) - 03 (16) თებერვალი
წმინდა ვლასი კესარიელი – ვუკოლი – წარმოშობით კაბადუკიის კესარიიდან (მცირე აზია), შეძლებული ოჯახიდან იყო ("ვუკოლი" ბერძნულად მწყემსს ნიშნავს), ძალზე მოწყალე და ღვთსმოყვარე.

ქრისტიანთა დევნის სიმწარე მასაც მალე მისწვდა, - როგორც კი "გალილეველის მიმდევართა" ძიება იწყეს, წმინდა ვლასი საკუთარი ნებით ჩაბარდა მტარვალებს. ის საშინლად აწამეს, ხარის ძარღვებით გვემეს, შემდეგ - მდუღარე წყლით სავსე ქვაბში შთააგდეს, მაგრამ, ღვთის ნებით, წმინდანი უვნებლად გადარჩა.

ხუთი დღის შემდგომ მისმა ჯალათებმა ვლასი სრულებით მრთელი იხილეს, - წმინდანი ღვთის ანგელოსებთან ერთად ადიდებდა უფალს.

ამ სასწაულის მხილველმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე. მმართველს სურდა, შემოკრებილი ხალხი დაერწმუნებინა, - წყალი გაცივდა და ამიტომ ვერ ავნო უფლის რჩეულსო, შემდეგ კი, ამის დასამტკიცებლად, მრისხანებით გონდაბინდული მდუღარეწყლიან ქვაბში გადაეშვა და მაშინვე აღესრულა.

წმინდა ვლასიმ მრავალი სული მოაქცია და მშვიდობით მიიცვალა. მისი კომბალი ქრისტიანებმა მიწაში ჩაარჭვეს, რომელმაც, ყველას გასაოცრად, ფესვები გაიდგა, უზარმაზარ ხედ იქცა და ტოტებით იმ ტაძრის საკურთხეველი დაფარა, რომელშიც მისი წმინდა ნაწილები განისვენებდა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1