მოწამენი: პაპია, დიოდორე და კლავდიანე (+250 წელი) - 03 (16) თებერვალი
მოწამენი: პაპია, დიოდორე და კლავდიანე (+250 წელი) - 03 (16) თებერვალი
ეს წმინდა მოწამენი ავადსახსენებელი იმპერატორის, დეციუსის (249-251 წლები) ზეობისას ევნენ პამფილიის ქალაქ ატალიაში.

ორივე მწყემსი იყო და წარმართთა შორის, ცხოვრების წესითაც და სიტყვითაც, ქრისტეს სჯულს ქადაგებდნენ.

მალე ვიღაცამ იქაურ მმართველს ენა მიუტანა: - პაპია, დიოდორე და კლავდიანე გალილეველთა ღმერთს ესავენო.

დაუყოვნებლივ წარუდგინეს მსაჯულს სამივე, - დაგვიდასტურეთ, ვინ ხართ და რომელ ღმერთს მსახურებთო!

- არც ტანჯვა გვაშინებს და არც - სიკვდილი, ამიტომ ვამოწმებთ, რომ ქრისტიანნი ვართ, შეჭმარიტი შემოქმედის მონანი, ვინაც ყოველი შექმნა და უკვდავი სული შთაგვბერაო!

ცოფმოგვრილმა მმართველმა ჯერ მრავალგზის ტანჯა ნეტარნი, შემდეგ კი - მათთვის მახვილით თავების წარკვეთა ბრძანა.

ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მარტვილთა ცხედრები.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1