ღირსმოწამე გაბრიელ კონსტანტინოპოლელი (1676 წელი) - 02 (15) თებერვალი
ღირსმოწამე გაბრიელ კონსტანტინოპოლელი (1676 წელი) - 02 (15) თებერვალი
წმინდა გაბრიელი წარმოშობით პრინცის კუნძულებიდან იყო. ღვთის სიყვარულით შემონაზვნდა და კონსტანტინოპოლს, იქაურ საპატრიარქოში, სამრეკლოზე სამსახურებლად გაიგზავნა.

რამდენადაც იმ დროს ზარების რეკვა იკრძალებოდა, ნეტარს ღვთისმსახურებაზე მორწმუნეთა მოსახმობად ხმამაღალი ძახილი უწევდა.

ერთხელ ქუჩაში გაბრიელს ვინმე თურქი შეაწყდა, ატყდა შეხლა-შემოხლა, ამ დროს გაბრიელმა ისლამი აუგად მოიხსენია. ბრბომ წმინდანი მაშინვე შეიპყრო და მსაჯულს წარუდგინა, სადაც უშიშრად აღიარა ქრისტე და ჯალათის მახვილს თავი მორჩილად დაუხარა.

სამწუხაროდ, იქაურ ქრისტიანებს ნეტარის სხეულის გამოსასყიდად ფული არ ეყოთ, რის გამოც თურქებმა იგი ზღვას მისცეს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1