წმინდა მოწამე იორდანე ტრაპიზონელი (1650 წელი) - 02 (15) თებერვალი
წმინდა მოწამე იორდანე ტრაპიზონელი (1650 წელი) - 02 (15) თებერვალი
ეს ღვთისკაცი წარმომავლობით ტრაპიზონელი გახლდათ და კონსტანტინეს ქალაქში მეთუნუქედ მსახურობდა.

ერთხელ, სადღესასწაულო დღეს თურქ თანამშრომლებთან ერთად ისვენებდა. შაუბარ-საუბარში ერთ-ერთმა მათგანმა წმინდა ნიკოლოზი აუგად მოიხსენია, რაზეც იორდანემ მუჰამედის დაცინვით უპასუხა.

Mმომდევნო დღეს იორდანემ ახლადმიღებული ბრძანების შესახებ შეიტყო, რომლის თანახმადაც ყველა, ვინც მათი წინასწარმეტყველის დაცინვას გაბედავდა, სიკვდილი ელოდა.

ნეტარმა თავშესაფარი ერთ თურქ ახლობელს სთხოვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა, იმის შიშით, "მკრეხელის" შეფარებისთვის სასჯელი არ მიეღო, იორდანე ხელისუფალთან დაასმინა.

წმინდანს თურქებმა ჯერ უხვი საჩუქრებით და დაყვავებით დაუპირეს გადმობირება, შემდეგ კი, მისი სიმტკიცით ცოფმოგვრილებმა, - სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

ნეტარმა მორჩილად მიიღო ყოველივე, მხოლოდ ითხოვა, მცირე ხნით თავის სამუშაო ადგილას დაებრუნებინათ, რომ საქმეები მოეგვარებინა და ვალები გაესტუმრებინა.

იორდანემ ყოველივე განასრულა, დარჩენილი ქონება ეკლესია-მონასტრებსა და ობლებს შესწირა და სიხარულით გაემართა სასჯელის აღსრულების ადგილისაკენ, თან გზად ყველა შემხვედრისაგან შენდობას გამოითხოვდა.

1650 წლის 2 თებერვალს წმინდა იორდანეს უსჯულო ჯალათებმა თავი მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1