წმინდა მოწამე აღათოდორე - 02 (15) თებერვალი
წმინდა მოწამე აღათოდორე - 02 (15) თებერვალი
ამ წმინდანი დაბადების თარიღი უცნობია, ოდენ ის ვუწყით, რომ წმინდა ჭაბუკი, იმის გამო, რომ ქრისტეს დაუფარავად აღიარებდა, კაპადოკიის ქალაქ ტიანის მმართველს მიჰგვარეს.

თავიდან მტარვალმა ხელისუფალმა აღათოდორე ჯოხებით სასტიკად აგვემინა, შემდეგ გავარვარებულ რკინის ბადეზე გააკრეს, ჯერ ენა წარკვეთეს, შემდეგ - მაშებით კბილები დააძრეს და სხეულის ნაწილები დანით ამოაჭრეს... ბარბაროსთა სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა: - ჭაბუკ მოწამეს გვერდებში მახვილი უგმირეს და სხეული გახურებული იარაღით დაუდაღეს.

ამგვარი ტანჯვით განუტევა სული ქრისტეს მოწამემ და ღირს იქმნა მოწამებრივი გვირგვინისა.

მეოხ გვეყოს მისი წმინდა ლოცვა ღვთის წინაშე!

......................................................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1