ახალმოწამე ანასტასი ნავპლიოსელი - 01 (14) თებერვალი
ახალმოწამე ანასტასი ნავპლიოსელი - 01 (14) თებერვალი
წმინდა ანასტასი მეჩვიდმეტე საუკუნეში ცხოვრობდა, ქალაქ ნავპლიოსში დაიბადა და ძალზე ნიჭიერი მხატვარი გახლდათ.

ჭაბუკობაში ოჯახის შექმნას აპირებდა, მაგრამ როგორც კი რჩეულის უღირსი საქციელის შესახებ შეიტყო, ქორწინებაზე უარი თქვა.

საპატარძლოს მშობლებმა მის დასაყოლიებლად ჯადოქარს მიმართეს, რის შედეგადაც ანასტასი გარკვეული ხნის მანძილზე ჭკუიდანაც კი შეიშალა.

ღვთის წყალობით, ჭაბუკი გამოჯანმრთელდა და იხილა, რომ თურქები წინადაცვეთას უპირებდნენ და მთელი ხმით იყვირა:

- ქრისტიანი ვარ და ვიქნები!

გამწარებულმა თურქებმა ანასტასი მსაჯულს მიჰგვარეს, რომელმაც სიკვდილი მიუსაჯა, მაგრამ როგორც კი განაჩენი ხმამაღლა წარმოთქვა, გაავებული ბრბო ნეტარს მივარდა და ნაფლეთებად აქცია...

ეს წმინდა ჭაბუკი 1655 წელს ევნო ქრისტესთვის. იგი მშობლიური ქალაქის, ნავპლიონის მფარველად ითვლება, სადაც დღემდე დგას მისი სახელობის ბრწყინვალე ტაძარი.

...............................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1