მოწამენი ადრიანე, პოლიევქტე, პლატონი და გიორგი მეგარელნი - 01 (14) თებერვალი
მოწამენი ადრიანე, პოლიევქტე, პლატონი და გიორგი მეგარელნი - 01 (14) თებერვალი
დაახლოებით 1754 (ან 1670) წელს მეგარელმა მღვდელმა, იოანე იკონომოსმა კუთვნილ მიწაზე სახლის აშენება განიზრახა.

საძირკვლის თხრისას ერთ - ერთმა მუშამ შენიშნა, რომ მიწის სიღრმიდან უცნაური მხურვალება ამოდიოდა და ეს ამბავი მაშინვე პატრონს ამცნო. მღვდელმა თხრა თავად განაგრძო და მალე ოთხი მოწამის მარმარილოს ფილაგადაფარებული სხეული ჰპოვა. ფილაზე მათი სახელები ამოეტვიფრათ: - ადრიანე, პლატონი, პოლიევქტე და გიორგი...

მღვდელმა უფალს მადლობა შესწირა, მაგრამ მათ გადამალვაზე აღარ უზრუნია, ამიტომ წმინდა ნაწილნი იმ საღამოსვე პელოპონესს გაიტაცეს, ადგილზე კი მხოლოდ მათი მცირე ნაშთი დარჩა.

განვლო რამდენიმე წელიწადმა და მამა იოანე კონსტანტინოპოლს გაემგზავრა, ადგილობრივი არქივები შეისწავლა და დაადგინა, რომ მის მიწაზე დაფლული წმინდა მოწამენი მაკედონიის ქალაქ სერიდან უნდა ყოფილიყვნენ და ქრისტიანთა დევნისას რომის არმიაში მსახურობდნენ.

მათი დარჩენილი ნაწილნი მამა იოანემ ვერცხლის ლუსკუმაში მოათავსა...
დიდი ხნის შემდგომ, 1907 წელს წმინდა ნაწილთა აღმოყვანების ადგილას, შეცდომით წმინდათა უვერცხლოთა სახელზე ტაძარი აღიმართა.

1998 წელს წმინდა მოწამეთა - ადრიანეს, პლატონიც, პოლიევქტესა და გიორგის სახელზე ახალი ტაძარი აღაშენეს, მშენებლობისას მიწის სიღრმეში ძველი მოზაიკის და აფსიდის ნაშთი იპოვეს, რომელიც მეხუთე საუკუნეში სწორედ ამ მოწამეთა სახელზე აეგოთ.

............................................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1