ღირსმოწამე ილია არდუნისი (XVII) - 31 (13.02) იანვარი
ღირსმოწამე ილია არდუნისი (XVII) -  31 (13.02)  იანვარი

ილია არდუნისი XVII საუკუნის მოწამეა. იგი მორეაში დაიბადა. კეთილგონიერებითა და სიკეთით გამოირჩეოდა და სოფლის მცხოვრებლებს ძალიან უყვარდათ.

თურქი მოხელეები პატივს სცემდნენ ილიას სიბრძნის და გონიერების გამო. ერთხელ ისინი მასთან რჩევის საკითხავად მივიდნენ, ილია წუხდა იმის გამო, რომ ბევრი ქრისტიანი  რჯულს იცვლიდა და ასე თავისუფლდებოდა გადასახადების მძიმე ტვირთისაგან. სთხოვა მოხელეებს მოეფიქრებინათ რაიმე ქრისტიანებისთვის გადასახადების შესამცირებლად.

 

 

ცხარე კამათი გაიმართა. ამ კამათში ილიას წამოცდა, რომ ისიც მზად იყო ისლამის მისაღებად, თუკი ეს საჭირო გახდებოდა. ერთ-ერთმა თურქმა მოხელემ სიტყვაზე  დაიჭირა, მაშინვე მიაწოდა მუსლიმის ჩალმა და სთხოვა, ხმამაღლა დაემოწმებინა ალაჰის რწმენა. ცდუნებული ილია ასეც მოიქცა, მაგრამ ძალიან მალე შეაწუხა სინდისმა, სინანულში ჩავარდნილმა ათონის მთას მიაშურა და ბერად შედგა. აქ რვა წელი დაჰყო მკაცრ ღვაწლში, მაგრამ სინდისის ქენჯნა ვერ დაიცხრო. წმინდანს აღეძრა სურვილი, სისხლით ჩამოებანა ცოდვით შესვრილი სული.

 

1686 წელს, მოძღვრის კურთხევით, სამშობლოში წავიდა და თურქების წინაშე თავი ქრისტიანად გამოაცხადა. უსჯულოებმა  სასტიკად სცემეს იგი და მსაჯულს გადასცეს, მსაჯულმა კი მისი დაწვა ბრძანა.

 

უფალმა განადიდა თავისი  რჩეული - ცეცხლში არათუ მისი სხეული, ტანსაცმელი და თმაც კი უვნებელი დარჩა. ქრისტიანებმა პატივით დაფლეს  მოწამის ცხედარი.



ილია არდუნისი XVII საუკუნის მოწამეა. იგი მორეაში დაიბადა. კეთილგონიერებითა და სიკეთით გამოირჩეოდა და სოფლის მცხოვრებლებს ძალიან უყვარდათ. თურქი მოხელეები პატივს სცემდნენ ილიას სიბრძნის და გონიერების გამო. ერთხელ ისინი მასთან რჩევის საკითხავად მივიდნენ, ილია წუხდა იმის გამო, რომ ბევრი ქრისტიანი რჯულს იცვლიდა და ასე თავისუფლდებოდა გადასახადების მძიმე ტვირთისაგან. სთხოვა მოხელეებს მოეფიქრებინათ რაიმე ქრისტიანებისთვის გადასახადების შესამცირებლად.

ცხარე კამათი გაიმართა. ამ კამათში ილიას წამოცდა, რომ ისიც მზად იყო ისლამის მისაღებად, თუკი ეს საჭირო გახდებოდა. ერთ-ერთმა თურქმა მოხელემ სიტყვაზე დაიჭირა, მაშინვე მიაწოდა მუსლიმის ჩალმა და სთხოვა, ხმამაღლა დაემოწმებინა ალაჰის რწმენა. ცდუნებული ილია ასეც მოიქცა, მაგრამ ძალიან მალე შეაწუხა სინდისმა, სინანულში ჩავარდნილმა ათონის მთას მიაშურა და ბერად შედგა. აქ რვა წელი დაჰყო მკაცრ ღვაწლში, მაგრამ სინდისის ქენჯნა ვერ დაიცხრო. წმინდანს აღეძრა სურვილი, სისხლით ჩამოებანა ცოდვით შესვრილი სული.

1686 წელს, მოძღვრის კურთხევით, სამშობლოში წავიდა და თურქების წინაშე თავი ქრისტიანად გამოაცხადა. უსჯულოებმა სასტიკად სცემეს იგი და მსაჯულს გადასცეს, მსაჯულმა კი მისი დაწვა ბრძანა.

უფალმა განადიდა თავისი რჩეული - ცეცხლში არათუ მისი სხეული, ტანსაცმელი და თმაც კი უვნებელი დარჩა. ქრისტიანებმა პატივით დაფლეს მოწამის ცხედარი.~

..........................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1