წმინდა მოწამე ტრიფენე კვიზიკელი - 31 (13.02) იანვარი
წმინდა მოწამე ტრიფენე კვიზიკელი - 31 (13.02) იანვარი
წმინდა მოწამე ტრიფენე ქალაქ კვიზიკიდან იყო, რომის სენატორ ანასტასის ქალიშვილი. ტრიფენე დედამ ქრისტიანად აღზარდა. ქრისტიანთა დევნის დროს ქალწულმა ჯალათებს ნებით მისცა თავი საწამებლად. კესარიის მმართველის ბრძანებით იგი გახურებულ ღუმელშიც კი ჩააგდეს, მაგრამ ტრიფენე იქიდან უვნებელი გამოვიდა. განრისხებულმა მმართველმა სიმაღლიდანაც გადმოაგდებინა ქრისტიანი გოგონა, თუმცა არც ამ შემთხვევაში ევნო მას რაიმე.

მრავალფერი სატანჯველის დათმენისა და ქრისტეს მხნედ აღიარების შემდეგ წმინდანი გამძვინვარებულ ხარს დააფლეთინეს.

........................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1