წმინდა მოწამე თეოდორე (XVIII) - 30 (12.02) იანვარი
წმინდა მოწამე თეოდორე (XVIII) - 30 (12.02) იანვარი
წმინდა თეოდორე XVIII საუკუნის მოწამეა. იგი ქალაქ მიტილინში დაიბადა, დაოჯახდა და შვილებს მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებით ზრდიდა. ღვთის დაშვებით, მან უარყო ქრისტიანობა, მაგრამ მალე სინანულში ჩავარდა, დატოვა ოჯახი და ათონის მთას მიაშურა.

მონასტერში გარკვეული დრო დაჰყო სინანულსა და ლოცვაში, წმინდა ზიარების მიღების ღირსიც გახდა. წმინდა მამამ მონასტერში ბოლომდე ვერ პოვა მოსვენება და მწარედ განიცდიდა მომხდარს. მოძღვრის კურთხევით თეოდორე სამშობლოში დაბრუნდა. მუსლიმების მსაჯულთან გამოცხადდა და ჰკითხა:

- შეიძლება მოტყუებულმა და შემცდარმა ადამიანმა სამართალი თქვენთან ეძებოს?

- რა თქმა უნდა.

- მე შევცდი, შევიცვალე რწმენა. ქრისტიანმა ისლამი მივიღე. ეს იგივეა, რომ სუფთა ოქრო უბრალო სპილენძის მონეტაზე გაცვალო. ახლა გონს მოვეგე, დავუბრუნდი ჩემს რწმენას.


ურჯულო მსაჯულს მუსლიმის ჩალმა ესროლა და მისი თანდასწრებით თავზე ბერის სკუფია დაიფარა.

განრისხებულმა მსაჯულმა ბრძანა, საშინლად დაეტანჯათ მოწამე, რის შემდეგაც იგი თოკით დაახრჩვეს და ზღვაში ჩააგდეს. ქრისტიანებმა წმინდა მარტვილის ცხედარი იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში დაკრძალეს. თეოდორე მოწამებრივად 1784 წელს აღესრულა.

..............................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1