ახალმოწამე დიმიტრი (+1784) - 27 (09.02) იანვარი
ახალმოწამე დიმიტრი (+1784) - 27 (09.02) იანვარი
წმინდა დიმიტრი ოცდახუთი წლის გახლდათ. ჰქონდა გამორჩეული ათლეტური აღნაგობა და კარგი მანერები. ბიჭი კონსტანტინოპოლში ტავერნაში მუშაობდა. მას ხშირად აკითხავდა ორი ლაზი, რომლებიც ქრისტიანული რწმენის გამო ავიწროებდნენ ბიჭს. ერთხელ მთვრალ ლაზებს ჩხუბი მოუვიდათ.

ამ ჩხუბში ერთ-ერთი მათგანი დანით დაიჭრა. მეორე დღეს მან დიმიტრის დააბრალა - დამჭრაო. ყმაწვილი მაშინვე დააპატიმრეს. თურქმა მსაჯულმა რჯულის გამოცვლა მოსთხოვა ვაჟს. დიმიტრიმ ქრისტიანობისთვის სიკვდილი არჩია ისლამის მიღებას. მსაჯული დიდხანს ცდილობდა მის დარწმუნებას, მაგრამ ამაოდ. 1784 წლის 27 იანვარს დიმიტრის სახალხოდ მოკვეთეს თავი. ერთმა ქრისტიანმა ფარულად დაკრძალა მისი სხეული.
.................................
კონსტანტინეპოლელ ახალმოწამეთა ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1