წმინდა მოწამენი ფელისიტა და შვიდნი ძენი მისნი: იანუარი, ფელიქსი, ფილიპე, სილუანი, ალექსანდრე, ვიტალი და მერციალი (+დაახლ.164) – 25 (07.02) იანვარი
წმინდა მოწამენი ფელისიტა და შვიდნი ძენი მისნი: იანუარი, ფელიქსი, ფილიპე, სილუანი, ალექსანდრე, ვიტალი და მერციალი (+დაახლ.164) – 25 (07.02) იანვარი
დედა შვიდ შვილთან ერთად ერთ დღეს შეიმკო წმინდა მოწამის დიადემით. წმინდა მოწამე ფელისიტა და მისი შვიდი ვაჟი, იანუარი, ფელიქსი, ფილიპე, სილუანი, ალექსანდრე, ვიტალი და მერციალი დაახლოებით I საუკუნეში ცხოვრობდნენ. ისინი წარმოშობით მდიდარი რომაული ოჯახიდან გახლდნენ. ერთ დღეს ქურუმებმა ფელისიტას ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებით წარმართული ღმერთების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი.

ქურუმებისგან ბრალდებულმა ქალმა მოწყალებად გასცა მთელი ქონება და შვილებთან ერთად აშკარად აღიარა ქრისტე. ამისთვის ისინი საწამებლად გადასცეს.

წმინდა ფელისიტა შესცქეროდა ძეთა ტანჯვას და უფალს ევედრებოდა, შვიდივე მასზე ადრე შესულიყო სასუფეველში. აუსრულდა კიდეც დედის ნატვრა: თვითონ აღესრულა უკანასკნელად. წმინდა ოჯახი რომში ეწამა 164 წლის მახლობლად.

წმინდა მოწამე ფელისიტას რომის პაპმა, წმინდა გრიგოლ დიალოღოსმა სადიდებელი სიტყვა მიუძღვნა თავის მესამე საუბარში ამ მოწამე დედის სახელობისავე ეკლესიაში.
........................

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1