წმინდა დიდმოწამე ავქსენტი იოანინელი (+1720) – 25 (07.02) იანვარი
წმინდა დიდმოწამე ავქსენტი იოანინელი (+1720) – 25 (07.02) იანვარი
წმინდა დიდმოწამე ავქსენტი ცხოვრობდა XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ველასოვების კეთილშობილ და ღვთისმოშიშ ოჯახში. ახალგაზრდობაში ის გაემგზავრა კონსტანტინოპოლში ხელობის დასაუფლებლად, თუმცა ბოროტის შთაგონებით მიატოვა თავისი საქმე და სულთნის ფლოტში დაქირავებულ მეზღვაურად მოეწყო. ერთ-ერთ დღესასწაულზე თურქმა მეზღვაურებმა ავქსენტის დასცინეს, რომ ის თითქმის მუსლიმი გახდა. ამ დაცინვამ ძალიან შეურაცხყო ავქსენტი, გამოიქცა თურქული გემიდან, დაბრუნდა კონსტანტინოპოლში და ერთ-ერთ თავადს მოჯამაგირედ დაუდგა.

ოცდაათი წლის ავქსენტი შეაწუხა გულწრფელმა სინანულმა. ახალგაზრდობაში დაშვებული შეცდომების გამო სურდა, მოწამებრივად დაესრულებინა სიცოცხლე. საამისოდ რომ მომზადებულიყო, ერთხანს ასკეტურადაც ცხოვრობდა. ერთ დღეს მივიდა პორტში, სადაც სულთნის გემი იდგა. თურქმა მეზღვაურებმა იცნეს, შეიპყრეს და სასამართლოზე წარადგინეს, როგორც გაქცეული მეზღვაური. მიუხედავად სასტიკი წამებისა, ავქსენტი თამამად აცხადებდა, რომ ის ქრისტიანი იყო და არასდროს დათმობდა ჭეშმარიტ რწმენას. რამდენიმედღიანი პატიმრობის შემდეგ თურქებმა ავქსენტის თავი მოკვეთეს. ეს მოხდა 1720 წლის 25 იანვარს კონსტანტინოპოლში. წმინდანის თავი დღემდე ინახება ათონის ერთერთ მონასტერში.
...................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1