წმინდა მოწამე იოანე ყაზანელი - 24 (06.02) იანვარი
წმინდა მოწამე იოანე ყაზანელი - 24 (06.02) იანვარი
წმინდა იოანე დაიბადა ნიჟნი ნოვგოროდში, 1529 წელს, თათრების ერთ-ერთი თავდასხმის დროს, ტყვედ ჩავარდა და ყაზანელი ხანის ნათესავის, ალეი-შნურის ყმა გახდა. ყმაწვილი დღისით პატიოსნად ემსახურებოდა თავის ბატონს, ღამეებს კი ლოცვაში ათევდა, მოთმინებით იტანდა ყოველგვარ წყენას, დაცინვას და შეურაცხყოფას. ერთხელ ალეი-შნურმა გადაწყვიტა, იოანესათვის ქრისტიანობა დაეგმობინებია და ისლამი ეღიარებინებია. მომავალმა წმინდანმა ლოცვა გააძლიერა და განაცხადა, რომ უფლად მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს, იესო ქრისტეს ცნობს.

ღამით თათრებმა წმინდანი რუსულ სასაფლაოზე მიიყვანეს, მახვილით აწამეს, შეკრეს და თოვლში ჩააგდეს. გონსმოსულმა მოწამემ გაჭირვებით მიაღწია ყაზანელი რუსების საცხოვრებელს და ითხოვა, მღვდლისთვის ეხმოთ. ზიარების შემდეგ მან მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, გამთენიისას კი მიიცვალა.

ბეჭდვა
1კ1