მოწამეები: მანუელ, გიორგი, ეპისკოპოსები პეტრე და ლეონტი, სიონია, გაბრიელი, იოანე, ლეონტი და პაროდი ხუცესნი და სხვა 377 მოწამე (814წ.) - 22 (04.02) იანვარი
მოწამეები: მანუელ, გიორგი, ეპისკოპოსები პეტრე და ლეონტი, სიონია, გაბრიელი, იოანე, ლეონტი და პაროდი ხუცესნი და სხვა 377 მოწამე (814წ.) - 22 (04.02) იანვარი
ეს წმინდა მოწამენი რომის იმპერიის სხვადასხვა რეგიონიდან იყვნენ და ადრიანოპოლში ცხოვრობდნენ იმპერატორ ლეონ V სომხის (813-820 წწ.) დროს. მაშინ ბიზანტიას გაუთავებელი ომი ჰქონდა ბულგარეთთან, რომლის მეფემ ალყა ადრიანოპოლსაც შემოარტყა და სამი თვის შემდეგ აიღო კიდეც, მისი მოსახლეობა ტყვედ წაასხა. ტყვეებს შორის იყო ეპისკოპოსი მანუელი, რომელიც ურჯულო მეფემ სასტიკად დაამცირა: უბრძანა, დაეჩოქა, თავად კი ფეხით შედგა თავზე მღვდელმთავარს. მალე მეფე სასტიკი სიკვდილით გარდაიცვალა, მალევე დაიღუპა მისი მემკვიდრეც.

ბულგარეთის ტახტზე ავიდა ომურთაგი, რომელიც ქრისტიანთა სიძულვილითა და სისასტიკით წინამორბედებს არ ჩამოუვარდებოდა. მან იესო ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა ტყვეებს, ვინც იუარა და არ გატყდა, საშინელი წამებით გამოასალმა სიცოცხლეს. 377 ადამიანს ერთად მოჰკვეთეს თავი, სასტიკად აწამეს არქიეპისკოპოსი გიორგი და ეპისკოპოსი პეტრე. ღვთისმსახურების შემდეგ თავი მოჰკვეთეს ბიზანტიელ მხედართმთავრებს იოანესა და ლეონტის და ღვთისმოსავ გაბრიელსა და სიონიას, ნიკეის ეპისკოპოსი ლეონტი მახვილით განგმირეს, პაროდი ჩაქოლეს და კიდევ უამრავი ტყვე გამოასალმეს წამებით სიცოცხლეს.

ბეჭდვა
1კ1