წმინდა მღვდელმოწამე იოანე პეტაი - 16 (29 ) იანვარი
წმინდა მღვდელმოწამე იოანე პეტაი - 16 (29 ) იანვარი

წმინდა იოანე დაიბადა 1894 წელს ესტონეთში ვალგის რაიონში. მისი ოჯახი ფერმერეობას ეწეოდა.

მან რიგის სასულიერო სემინარია დაამთავრა, თუმცა პირველი მსოფლიო ომის გამო სწავლისთვის თავის დანებება მოუწია. 1915 წელს ტარტუს უნივერსიტეტში ჩაირიცხა, და სამართალს სწავლობდა, შემდეგ იგი რუსეთში წავიდა და თადარიგის ოფიცერთა სკოლაში მოეწყო. ნახევარი წლის შემდეგ ფრონტზე გააგზავნეს, დაიჭრა და ჰოსპიტალში მოხვდა. მაგრამ, რადგანაც რევოლუცია მოხდა და ქვეყანაში ქაოსი გამეფდა, იგი თავის ნაწილში აღარ დაბრუნდა და გადაწყვიტა ამ საფრთხის დროს ეკლესიაში ემსახურა.

1918 წელს მას მღვდლად ხელი დაასხეს და ცენტრალურ ესტონეთში, პენუის სამრევლო ეკლესიაში გაამწესეს. მხოლოდ სამი თვე იმსახურა. მამა იოანემ დედის ავადმყოფობის ამბავი შეიტყო და მის სანახავად ვალგგაში წავიდა, რომელსაც წითელარმიელები აკონტროლებდნენ. ჯვრითა და ანაფორით, მალევე მიიქცია მათი ყურადღება, და კომუნისტებმა წმინდა იოანე ქუჩაში შეიპყრეს. ათასნაირი დამცირებით და წამებით სცადეს მისი გატეხვა, მაგრამ ამაოდ. ადგილობრივმა ხელმძღვანელმა, როცა ესტონური არმიის მოახლოების შესახებ შეიტყო, მისი ბრძანებით 29 იანვარს წმინდა იოანე დახვრიტეს. როცა ესტონელებმა ქალაქი გაათავისუფლეს, საძმო საფლავებში კიდევ ასშვიდი მოკლული ნახეს, რომელთაგან უმეტესობა უბრალო ვალგელები იყვნენ.

ხატის წყარო

 

ბეჭდვა
1კ1