წმინდა მოწამე პანსოფი (+249-251) - 15 (28) იანვარი
წმინდა მოწამე პანსოფი (+249-251) - 15 (28) იანვარი
ღირსი მოწამე პანსოფი ალექსანდრიაში სწორედ იმ დროს ცხოვრობდა, როცა ბიზანტიის იმპერატორმა დეციუსმა ქრისტიანების დევნა დაიწყო. ღირსი პანსოფის მამა ძალზე მდიდარი იყო და პროკონსულის თანამდებობა ეკავა. მან ფული არ დაინანა, რომ ვაჟს ყველანაირი საერო და სასულიერო მეცნიერებები შეესწავლა. ამასთან, ეს ყმაწვილი ქრისტიანული სათნოებებითაც ბრწყინავდა. მამის სიკვდილის შემდეგ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და უდაბნოს მიაშურა, სადაც 27 წელი მოსაგრეობდა.

როცა ქრისტიანების დევნა დაიწყეს, მის შესახებ ალექსანდრიის მმართველ ავგუსტიანეს შეატყობინეს. წმინდა პანსოფი წარდგა მსაჯულის წინაშე და განაცხადა, რომ ის ქრისტიანია, დაუმტკიცა მათ, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია, და უგუნურობაა კერპების მსახურება. მსაჯულმა მისი არგუმენტების უარყოფა ვერ შეძლო, დაკარგა მოთმინება და ჯალათებს უბრძანა წმინდანი რკინის წკეპლებით ეცემათ. მაგრამ როგორც კი ცემა შეწყვიტეს, წმინდანმა გააგრძელა აპოლოგეტური საუბარი და მსაჯული საღვთისმეტყველო კამათში გამოიწვია. ბრბოს ზეწოლით მსაჯული დათანხმდა და სიტყვა პანსოფის მისცა.

წმინდანმა უპირველესად აღიარა, რომ სწამს ერთი ღმერთი, სამყაროს შემოქმედი, შემდეგ კი ბრწყინვალედ მოუთხრო, თუ როგორ დაკარგეს ადამიანებმა ღვთის ხსოვნა, და წინ აღუდგნენ ღვთისაგან მათ განსანათლებლად ანგელოზებსა და წინასწარმეტყველებს.და რომ ეშმაკის შთაგონებით ადამიანებმა კერპებს დაუწყეს თაყვანისცემა.

ამის მერე წმინდანი საყრობილეში ჩაამწყვდიეს, სადაც ის წარმართთა გაქრისტიანებას განაგრძობდა. წმინდა პანსოფი გაამართლეს და ის მოწაფეებთან ერთად თავის მღვიეს დაუბრუნდა.

რაღაც დროის შემდეგ, ალექსანდრიის პრეფექტმა, როცა დაინახა, რაოდენ ნაყოფიერი იყო წმინდა პანსოფის ქადაგება, მისი ბრძანებით ჯარისკაცებმა წმინდა განდეგილები დახოცეს და მათი მღვიმე ცეცხლს მისცეს. წმინდა პანსოფი მოწამებრივად 239-241 წლებში აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1