წმინდა მოწამე პართენა - 09 ( 22) იანვარი
წმინდა მოწამე პართენა - 09 ( 22) იანვარი
წმინდა პართენა მაკედონიის ქალაქ ედესაში ცხოვრობდა, ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა კეთილშობილებით და ღვთის სიყვარულით.

1375 წელს თურქებმა ბერძნული მაკედონია დაიპყრეს და ედესაც მიითავისეს. ქალაქის მოსახლეობამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მათ თანაუგრძნობდა ბერმონაზონი სერაფიმე, რომელიც ყველას მოუწოდებდა იქაურობის დასაცავად.

შვიდი თვის შემდგომ წმინდა პართენას მამამ, პეტრე კასიდარისმა ქალაქი თურქებს ჩააბარა, მტერმა კი მყის იქაურობის ძარცვა და მოსახლეობის განადგურება იწყო. თურქებმა ნეტარი სერაფიმე შეიპყრეს და მისი წამება იწყეს, მრავალი თვე ტანჯავდნენ, მაგრამ რწმენაზე უარი ვერ ათქმევინეს და მდინარეში დაახრჩვეს

ედესის დაცემის შემდგომ პართენას მამამ არა მხოლოდ ისლამი მიიღო, გადაწყვიტა, ქალიშვილი თურქისთვის მიეთხოვებინას, თუმცა, პართენა მტკიცედ შეეწინააღმდეგა, ქალაქის გაყიდვაში დაადანაშაულა და აუწყა, რომ რწმენას ვერანაირი ტანჯვა ვერ შეაცვლევინებდა.

ეშმაკისაგან გონარეულმა პეტრემ ქალიშვილი უმოწყალოდ დასაჯა: - ჯერ თურქ ჯარისკაცთა წინაშე გააშიშვლა, შემდეგ - დედიშობილა ქუჩა - ქუჩა ატარა, ბოლოს კი - ედესის დასავლეთით მდებარე მთაზე აიყვანა და ცოცხლად დამარხა.

ამ ადგილს დღემდე ქალწულის მაღლობს უწოდებენ.

წმინდა პართენას წამების ამბავი მალე მთელ ედესს მოედო, მაგრამ მის სამარეს ერთი საუკუნის მანძილზე ვერავინ მიაგნო.

1957 წელს წმინდა პართენას თაყვანისცემა კვლავ აღდგა, მის პატივსაცემად ღამისთევის მსახურება აღევლინება, შემდეგ კი მთელი ქალაქი ლიტანიობს.

* * *
ამავე დღეს არის ხსენება მოწამე ანტონია ნიკომიდიელისა, მოწამე ლავრენტისა

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1