ღირსმოწამე კარტერი, კესარია-კაბადოკიელი ხუცესი (+304 წელი) - 08 (21) იანვარი
ღირსმოწამე კარტერი, კესარია-კაბადოკიელი ხუცესი (+304 წელი) - 08 (21) იანვარი
წმიდა მოწამე კარტერი კაბადოკიის კესარიაში, იმპერატორ დიოკლეტიანეს ზეობისას ხუცესი იყო

დაახლოებით 303 წელს უფლის სადიდებლად ქალაქში ტაძარი ააგო და დიდი მრევლიც შემოიკრიბა.

როდესაც მისი მოღვაწეობის შესახებ ოლქის გამგებელს ამცნეს, კარტერი მდევნელთ განერიდა, მაგრამ უფალი გამოეცხადა და აუწყა:

- კარტერი, წადი და წარსდექი გამგებლის წინაშე და თავი იმათ მიეც, ვინც გეძიებს. წინ ჩემი სახელისთვის მრავალი ტანჯვა გელის, მაგრამ მე შენთანა ვარ და შენი წყალობით მრავალი მოიქცევა და ცხონდება!

სიხარულით და მადლით აღვსილმა წმიდანმა შემოქმედს მადლობა შესწირა და მტარვალთ ნებით ჩაბარდა, რომელთაც მაშინვე ბნელ დილეგს უკრეს თავი. შემდეგ მმართველს მიჰგვარეს, რომელმაც უბრძანა, წარმართული ღვთაების, სერაპისისათვის ეცა თაყვანი, მაგრამ კერპი, წმინდა მამის ლოცვით, ნამსხვრევებად იქცა.

განრისხებულმა მმარველმა მისი ხარის ძარღვებით გვემა ბრძანა, შემდეგ ხეზე ჩამოკიდეს, ხელ-ფეხის ფრჩხილები დააძვრეს და სხეული რკინის კავებით დაუჯიჯგნეს.

Nნეტარს ამ არაადამიანურ ტანჯვას უფლის ანგელოსი უმსუბუქებდა. გახურებული რკინითაც დიდხანს აწამეს, ხელისგულები დაუხვრიტეს, მკერდზე გავარვარებული რკინა დაადეს, რკინის გახურებულ სკამზე დასვეს, ბოლოს კი დილეგში ჩააგდეს. აქ წმიდანს თავად უფალი გამოეცხადა, განკურნა, ბორკილებისაგან გაანთავისუფლა და საპყრობილიდანაც დაიხსნა.

ამ სასწაულის მოწმე მრავალმა ადამიანმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, ნათელ იღო და სულიერი თუ სხეულებრივი სნებისაგან გათავისუფლდა.
მაგრამ კარტერი მტარვალებმა ისევ შეიპყრეს და კვლავ ტანჯვას მისცეს, რომლის მიმართაც, ღვთით განმტკიცებული წმინდანი, უგრძნობი იყო.

ამ სანახაობით და მისი სიმტკიცით გაცეცხლებულმა ერთმა იუდეველმა ნეტარს მახვილი უგმირა... ჭრილობიდან უეცრად იმდენმა წყალმა იფეთქა, ის ცეცხლი ჩააქრო, რომელზეც ნეტარი მამა დასვეს, შემდეგ კი სისხლი გადმოდინდა.

ასე აღესრულა კარტერი ქრისტესთვის და ღვთისგან მოწამის გვირგვინი მიიღო.
.....................
წმინდა კარტერის ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1