მღვდელმოწამე ისიდორე პრესვიტერისა და მასთან სამოცდათორმეტი მოწამისა, ქალაქ იურიევში წამებულთა - 08 (21) იანვარი
მღვდელმოწამე ისიდორე პრესვიტერისა და მასთან სამოცდათორმეტი მოწამისა, ქალაქ იურიევში წამებულთა - 08 (21) იანვარი
ქალაქი იურიევი (ამჟამინდელი ტარტუ ესტონეთში) მეცამეტე საუკუნის დასაწყისში ტევტონელმა რაინდებმა დაიპყრეს, რომელთაც იქაურები ძალით გააკათოლიკეს.

1472 წლისთვის იქ მხოლოდ 72 მართლმადიდებელს თუ იპოვიდით მღვდელ ისიდორეს წინამძღვრობით.

ნათლისღების დღესასწაულზე, დიდი აიაზმის წესის აღსასრულებლად ისინი ლიტანიობით მიუახლოვდნენ მდინარე ომჟს (ემაინიგს), მაგრამ მაშინვე დაატყვევეს და ქალაქის მთავართ წარუდგინეს, სადაც ორი კვირის მანძილზე წამებით აიძულებდნენ გაკათოლიკებას, თუმცა, ამაოდ.

როდესაც მტანჯველთ მოთმინება გამოელიათ, 8 იანვარს მდინარეში დაახრჩვეს...

გაზაფხულის პირს მათი წმინდა სხეულები უხრწნელნი ჰპოვეს და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.
....................

ხატის წყარო.
ბეჭდვა
1კ1