წმინდა მოწამე ასად ალ - ჰაიეკი - 06 (19) იანვარი
წმინდა მოწამე ასად ალ - ჰაიეკი - 06 (19) იანვარი
1218 წელს, ნათლისღებას, ეგვიპტის სულთანმა, ალ - ადინმა პყრობილთა გამოყვანა ბრძანა. მათ შორის იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი, სახელად ასადი, რაც გადმოთარგმანებით ლომს ნიშნავს.

ასადს ცოლთან უთანხმოება ჰქონდა, რის გამოც ამ უკანასკნელს სასამართლოსთვის მიემართა.

სასამართლოს მსვლელობისას ასადმა დაამოწმა, რომ ქრისტიანი იყო, რის გამოც დილეგში შთააგდეს, სადაც წელიწადი გაატარა.

რას არ შეჰპირდა სულთანი, - რამ შეგიშალა გონება, კვლავ მამა - პაპათა რჯულს დაუბრუნდიო, მაგრამ ასადი ჯიუტად პასუხობდა:

- ქრისტიანი ვარ და ქრისტიანად მოვკვდებიო!

მაშინ სულთანმა უღრიალა:

- როგორ ბედავ ამის ჩემს წინაშე წარმოთქმას?! და მისთვის თავის წარკვეთა ბრძანა.

ნეტარი კაიროს წაიყვანეს და მის ერთ - ერთ კართან, მოწმეთა თანდასწრებით, კვლავ შესთავაზეს, - ქრისტე უარჰყავ და სულთანი ყოველივეს მოგიტევებსო, მაგრამ ასადი თავისას არ იშლიდა.

მაშინ ერთმა მუსულმანთაგანმა მახვილი მუცელში გაუყარა.

ნეტარის სხეული სამი დღის განმავლობაში ეკიდა კაიროს კარზე, შემდეგ დაწვა დაუპირეს, თუმცა, ცეცხლი ვერაფერს აკლებდა. იქაურმა ქრისტიანებმა კაიროს მმართველს ასადის სხეული გამოსთხოვეს, გააპატიოსნეს და ტაძარში დაფლეს.

..........................
სურათზე: წმინდა გიორგის ეკლესია ქაიროში. წყარო
ბეჭდვა
1კ1