ღირსმოწამე რომან კარპენისელი (1694 წელი) - 05 (18) იანვარი
ღირსმოწამე რომან კარპენისელი (1694 წელი) - 05 (18) იანვარი
წმინდა რომანი საბერძნეთის შუაგულში, კარპენისის მახლობლად, სოფელ სობოლაკში დაიბადა. იგი ღვთისმოყვარე ქრისტიანი იყო, რომელსაც განათლება არ მიუღია.

წმინდა მიწას რომ მოილოცავდა, საბა განწმენდილის სავანეში წმინდა მოწამეთა ცხოვრების შესახებ თხრობა მოისმინა და თავადაც ძლიერ მოუნდა მათი ღვაწლის მოწილეობა.

ეს სურვილი პატრიარქს გაუმხილა, თუმცა, უწმინდესმა, რადგან თურქთაგან მოსალოდნელ დევნას ეკრძალვოდა, კურთხევისან თავი შეიკავა.

თესალონიკს რომ ჩავიდა, მსაჯულთა წინაშე უშიშრად აღიარა ქრისტე და მუჰამედის ცრუ მოძღვრება დაურიდებლად დაგმო.

მას უსასტიკესი ხვედრი ელოდა, კეთილშობილ ქრისტიანებს რომ არ გამოესყიდათ.

მაშინ ნეტარმა ათონს მიაშურა, თავისი დიდი სურვილი გულში ნაღვერდლად შეინახა, კავსოკალივის სკიტს შეეფარა და მოღვაწეობა ღირსი აკაკის (ხსენება 12 აპრილს) წინამძღვრობით განაგრძო.

რამოდენიმე წლის შემდგომ ღირს აკაკის უფლისგან განეცხადა, რომ რომანი დიდი სქემით შეემოსა და მოწამებრივი გვირგვინისთვის განემზადებინა. ნეტარმა ჯერ წმინდა ქალაქს მიაშურა, შემდეგ - კვლავ კონსტანტინოპოლს, სადაც თურქთა წინაშე კვლავ დაუფარავად აღიარა ქრისტე.

მოთმინებადაკარგულმა თურქებმა იგი შეიპყრეს და ამომშრალ ჭაში შთააგდეს, სადაც მშიერ - მწყურვალმა 40 დღე დაჰყო.

სასიკვდილო განაჩენამდე მრავალ ტანჯვას შეამთხვიეს, მსჯავრის აღსრულების ადგილამდე კი წმინდა მამა იმგვარი სიხარულით მიდიოდა, თითქოს საკუთარ ქორწილში მიიჩქარისო.

ღირს რომანს ჯალათებმა თავი წარკვეთეს, იმ ადგილას კი სამი ღამის განმავლობაში ზეციდან გარდამოსული ნათელი ედგა.

იგი 1694 წელს ევნო ქრისტესთვის.
............


ბეჭდვა
1კ1