წმინდა მღვდელმოწამე ექვთიმე, სარდიელი ეპისკოპოსი - 26 (08.01) დეკემბერი
წმინდა მღვდელმოწამე ექვთიმე, სარდიელი ეპისკოპოსი - 26 (08.01) დეკემბერი
წმინდა მოწამე ექვთიმე, სარდიელი ეპისკოპოსი ხატმებრძოლმა იმპერატორებმა ხატთა თაყვანისცემისთვის სამჯერ გადაასახლეს, ბოლოს კი წამებით ამოხადეს სული.

წმინდა ექვთიმე VIII საუკუნის დამდეგს დაიბადა ქალქ უზარში. ის მშობლებმა განათლების მისაღებად ალექსანდრიაში გაგზავნეს. რამდენიმე წლის შემდეგ ის უკან დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში და ერთ-ერთ მონასტერში აღიკვეცა ბერად. მალე ის დიაკვნად, შემდეგ კი ხუცესად აკურთხეს. მალე განათლებისა და ღვთივგამორჩეული უბიწო ცხოვრების გამო ქალაქ სარდიის მრევლმა ის თავის მღვდლემთავრად მოითხოვა. თავდაპირველად პატივი იუარა ექვთიმემ, შემდეგ კი მორჩილებით მიიღო. მისი მღვდელმთავრად მოღვაწეობა ქალაქ სარიაში დაემთხვა ბიზანტიის იმპერატორების, კონსტანტინე VI პორფიროგენეტის (780-797) და ირინეს (797-802) ზეობას. იგი მონაწილეობდა VII მსოფლიო კრებაზე (787 წ.), რომელზედაც ამხილა ხატმბრძოლთა მწვალებლობა. კრებამ წმინდა წერილსა და წმინდა მამათა ნაწერებზე დაყრდნობით უარყო ხატთმბრძოლობის ერესის ყველა დებულება და დაადგინა ხატთა თაყვანისცემა; ჯეროვანია "პატივი მივაგოთ წმინდა ხატებს და თაყვანი ვცეთ მათ არა როგორც ღმერთს, არამედ როგორც ღვთისა და მისი წმინდანების გამოსახულებას".

ხანმოკლე სიმშვიდის შემდგომ ხატთმბრძოლობის ერესი ისევ აღმოცენდა იმპერატორმა ნიკიფორემ (802-811 წწ.) კვლავ დაიწყო ხატთა თაყვანისმცემლების დევნა. ექვთიმე სხვა მართლმადიდებელ იერარქებთან ერთად კუნძულ პატალარეაზე გადაასახლეს.

იმპერატორ ლეონ V-მ (813-820) გადასახლებიდან გამოიწვია სარდიის მღვდელმთავარი. მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორმა ხატთა თაყვანისცემისთვის გადასახლებული მღვდელმთავრები შეიწყნარა, იგი ყველა ღონისძიებას მიმართავდა ხატთმბრძოლობის აღსადგენად, მოიწვია თავის მომხრეთა კრება, 814 წელს გააუქმა მსოფლიო კრების განჩინებანი და ისევ შეავიწროვა ხატთა თაყვანისმცემლები. წმინდა ექვთიმემ კვლავ გაბედულად ამხილა ხატმბრძოლობა, რისთვისაც იგი ისევ გადაასახლეს - ქალაქ ასში. შემდგომი იმპერატორი მიქაელ II ენაბრგვნილიც (820-829) ხატთაყვანისცემის წესის უარყოფას მოითხოვდა წმინდანისგან, მაგრამ ამაოდ. მაშინ ნეტარი მოწამე მესამედ გადაასახლეს - ამჯერად კუნძულ კრეტაზე.

ამასობაში საიმპერატორო ტახტი (829-842) თეოფილემ დაიკავა. მისი ზეობის დროს ხატთა თაყვანისმცემლების დევნა კიდევ უფრო სასტიკი გახდა. ხატების დამცველთა წინააღმდეგ გამოქვეყნდა მკაცრი ბრძანება (832 წ.). მონასტრებს ხურავდნენ, ბერ-მონაზვნებს დევნიდნენ და დილეგებშიში ყრიდნენ. ხელახლა გამეფდა ტერორი. იმპერატორის ბრძანებით, იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ. იმპერატორის, თეოფილეს ბრძანებით, წმინდა ექვთიმეს წამებით ამოხადეს სული.
.................

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1