წმინდა მოწამე იოანე მკერავი - 20 (02.01) დეკემბერი
წმინდა მოწამე იოანე მკერავი - 20 (02.01) დეკემბერი
წმინდა იოანე დაიბადა XVII საუკუნეში, კუნძულ ფასოსზე მდებარე სოფელ მარისში. 14 წლისა მშობლებმა კონსტანტინოპოლში ქრისტიან მკერავს მიაბარეს. ერთხელ, შუადღისას, როცა მუეძინი მინარეთიდან მუსლილმანებს ლოცვისკენ მოუწოდებს, ბატონმა იოანე ქსოვილის საყიდლად გაგზავნა ნაცნობ ურიასთან. მყიდველი და გამყიდველი შეკამათდნენ საქონლის ფასზე. უეცრად გამძვინვარებულმა იუდეველმა თურქებს დაუწყო ხმამაღლა ძახილი: "ნუთუ არ გესმით ეს კაცი როგორ დასცინის თქვენს რწმენას და ლოცვით თავყრილობას?" თურქები იოანეს ეცნენ, უწყალოდ სცემეს და ვეზირთან მიიყვანეს.

ვეზირს სიყმაწვილის გამო შეებრალა ბრალდებული და შესთავაზა: ყველაფერს დავივიწყებ თუკი მუსულმანი გახდებიო. მაგრამ ყმაწვილმა ზრდასრული მამაკაცის შესაფერისი სიმამაცით უღირს წინადადებაზე უარი უთხრა და მტკიცედ აღიარა უფალ იესო ქრისტესადმი რწმენა.

სიკვდილმისჯილი იოანე ჯალათს გადასცეს. ჯალათმა მას ხმლის ბასრი პირი რამდენჯერმე გადაუსვა კისერზე და ხორცი გაუჭრა. თუმცა დაინახა, რომ ამით ვერ შეარყია მისი სიმტკიცე და ყმაწვილს თავი მოჰკვეთა. წმინდა იოანე მოწამებრივად აღესრულა 1650 წელს.

......................

ხატის წყარო.

ბეჭდვა
1კ1