წმინდა მოწამენი პოლიევქტო და ტიმოთე - 19 (01.01) დეკემბერი
წმინდა მოწამენი პოლიევქტო და ტიმოთე - 19 (01.01) დეკემბერი
წმინდა პოლიევქტო წარმოშობით კაპადოკიის კესარიიდან იყო. ის წარმატებით ჰქადაგებდა ქრისტეს და მრავალი წარმართი მოაქცია კერპთმსახურებიდან წმინდა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ქადაგებისთვის ის შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. მრვალჯერ სცადეს მისი ქრისტესგან განყენება და რომ ვერ შესძლეს რკინის ჭანგებით დაუფლითეს მთელი სხეული, ყბა დაუმსხვრიეს და ბოლოს გავარვარებულ ღუმელში შეაგდეს.

ამ დროს მავრიტანიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, რომის განაპირა პრვინციაში ასევე დიდი წარმატებით ჰქადაგებდა ქრისტეს რწმენას დიაკვანი ტიმოთე. ამისთვის მას ბევრი და მძიმე სატანჯველნი შეამთხვიეს. ის საპყრობილეში ჩააგდეს, აწამებდნენ შიმშილითა ფა წყურვილით. შემდეგ საპყრობილიდან გამოიყვანეს და მრავალგზის მოუწოდეს კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა ან ცეცხლში დამწვარიყო. წმინდანი ლოცვით შევიდა ანთებულ კოცონში და სული თვისი ჩააბარა უფალს. მისი წმინდა ნაწილები მორწმუნეებმა დიდი პატივით დასვენეს მავრიტანიის ოლქში. ორივე მოწამე IV საუკუნის დასაწყისში აღესრულენ.
ხატზე წმინდა პოლიევქტო, ზემოდან წმინდა ტიმოთე

.............................

ამავე დღეს იხსენიება წმინდა მოწამენი ევტიქი და თესალონიკი, ასევე მათთან ერთად ორასი მამა და სამოცდაათი დედა
მათ მოიხსენიებს ბიზანტიური სვინაქსარი. წმინდა გიორგი მთაწმინდელის "სვინაქსარის" მიხედვით ისინი ქრისტესთვის ეწამნენ ქალაქ თესალონიკეში.

........................

ამავე დღეს იხსენიება წმინდა მოწამე ტრიფონი

წმინდა ტრიფონი ქრისტეს სიყვარულისთვის ტირიფზე ჩამოახრჩეს.

მისი ხსენება შეტანილია ბიზანტიურ სვინაქსარში.

ბეჭდვა
1კ1